slider banner

Ֆորում

ასაკის ფილტრი

ყველა

რას ფიქრობთ მეტსახელებზე?

მეგობრებო, ჩვენი ფორუმზე გვინდა საუბარი დავიწყოთ ერთ ძალიან გავრცელებულ საკითხზე - მეტსახელების შერქმევასა და დაძახებაზე. ალბათ გინახავთ, როცა ბავშვები ხან დაცინვით, ხან გამოჯავრებით ერთმანეთს მესტახელებს ეძახიან - ცხვირა, აჩკარიკა, მელაკუდა, ყურშა, მსუქანა, ბუთქუჩა და ასე შემდეგ.... შეგიმჩნევიათ მოწყენილი თანატოლი, რომლიც ძალიან განიცდის, როცა მას მეტსახელით მიმართავენ. .. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, თუ მეტსახელის დაძახებით ადამიანის გარეგნულ ნაკლს უსვამ ხაზს. ზოგი ფიქრობს, რომ მეტსახელში ცუდი არაფერია და ეს მოფერების გამოხატვა ან უწყინარი ხუმრობაა. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ გეძახიან მეტსახელს? მოგწონთ თუ არა, როცა შემოკლებული გვარით ან მეტსახელით მოგმართავენ? რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ვიმსჯელოთ ფორუმზე. მოცემული კონვენცია სახელმწიფოებმა აქტიურად უნდა გააცნონ ბავშვბსაც და უფროსებსაც ბავშვთა უფლებები ყველამ უნდა იცოდეს გადაწყვეტილებების მიღების დროს, დიდები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება მათზე.

გამოხმაურება. 5

ნახვა. 3647

ბოლო მოქმედება. 28-05-2021